19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანეს
By

მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანეს

17 დეკემბერს მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც იმყოფებოდა 8 ადამიანი.
მეხანძრე-მაშველებმა  ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზებით ავტომობილები თოვლის საფარიდან გამოათავისუფლეს და მოქალაქეები უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • დეკემბერი 18, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *