
By
მაშველებმა ზღვაში ერთი პირის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეორე დღეა, რაც ქობულეთის სანაპირო ზოლსა და ზღვაში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს. დღეს დილით კი 35 წლის მამაკაცის ცხედარი ზღვიდან ამოიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.