მედდების უწყვეტი განათლების პლატფორმის შესაქმნელად…
By

მედდების უწყვეტი განათლების პლატფორმის შესაქმნელად…

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან ერთად, იაპონური კომპანიის ,,ციფრული ცნობიერება“ (Digital Knowledge) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებლებელი ICT სასწავლო სისტემის და დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის ელექტრონული წიგნის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წამოადგენდა პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა. კომპანია საქართველოში, მათ შორის აჭარაში, მედდების უწყვეტი განათლების პლატფორმის შექმნის და ტრენინგ-კურსების დისტანციურ რეჟიმში დანერგვის პროექტზე გასული წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან. ამავე საკითხზე დღეს კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილეები, უმაღლესი საბჭოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დეტალურად იყო წარმოდგენილი ოჯახის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ცენტრალიზებული მართვის უპირატესობები ციფრული პლატფორმის საშუალებით და, ასევე, პაციენტზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესების და საავადმყოფოს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის პერსპექტივები. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან ერთად, იაპონური კომპანიის ,,ციფრული ცნობიერება“ (Digital Knowledge) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებლებელი ICT სასწავლო სისტემის და დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის ელექტრონული წიგნის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წამოადგენდა პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა. კომპანია საქართველოში, მათ შორის აჭარაში, მედდების უწყვეტი განათლების პლატფორმის შექმნის და ტრენინგ-კურსების დისტანციურ რეჟიმში დანერგვის პროექტზე გასული წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან. ამავე საკითხზე დღეს კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილეები, უმაღლესი საბჭოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დეტალურად იყო წარმოდგენილი ოჯახის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ცენტრალიზებული მართვის უპირატესობები ციფრული პლატფორმის საშუალებით და, ასევე, პაციენტზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესების და საავადმყოფოს საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის პერსპექტივები.

  • No Comments
  • დეკემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *