მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
By

მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი მამუკა თურმანიძე დღეიდან ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თითოეულ ქედელს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო ქედის მერი. ჩემი მიზანია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გუნდთან ერთად, განვახორციელო კიდევ უფრო მეტი პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ამაღლებაზე. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქედას კიდევ უფრო განვითარებულ და წარმატებულ მუნიციპალიტეტად ვაქცევთ“, – გვითხრა მამუკა თურმანიძემ.

უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ ხულოსა და შუახევის არჩეული მერები ვახტანგ ბერიძე და ომარ ტაკიძე.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *