მერმა ანგარიში წარადგინა
შარშან ქედის მუნიციპალიტეტის მერად მამუკა თურმანიძე აირჩიეს. მისთვის ქედა და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროგრამები მანამდეც კარგად იყო ცნობილი, იგი ქედელთა დელეგატი გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ საკრებულოს წევრებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ხსოვნას.
მერმა ისაუბრა მიღწევებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. აღნიშნა, რომ მთლიანი ბიუჯეტი 93,46 პროცენტით შესრულდა, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერი – 81,34 პროცენტით.
შარშან დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ქედის კულტურის ცენტრის შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რომელიც წელს დასრულდება; „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მობილიზებული თანხებიდან 406 210 ლარი მოხმარდა გარე განათების მოწყობას და 264 587 ლარი მზა ბეტონის შეძენას; შეკეთდა 5 მინი სპორტულ მოედანი, 9 აპრილის ქუჩაზე მოეწყო ახალი სკვერი;
ძველი საცხოვრებელი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 4 ახალი სახლი აშენდა და ახლანდელი მდგომარეობით, 22-მა ოჯახმა საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესა;
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, 35 პროექტი განხორციელდა, 6 – წყლის სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა 16 მიზნობრივი პროგრამა განახორციელა, რომლითაც 4 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.
ცოტნე ცაბაძე