
მერობის კანდიდატი შეხვედრებს აგრძელებს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე იმათ შორისაა, ვისაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მეორედ გამოუცხადა ნდობა, რომ კენჭი იყაროს მშობლიურ ხულოში აღმასრულებელი სტრუქტურის პირველ პირად არჩევაზე. მან მერის მოვალეობის შესრულება პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძეს ანდო და საარჩევნო ბატალიებში ჩაერთო.
მერობის კანდიდატს საინტერესო შეხვედრები ჰქონდა რიყეთის, დიოკნისის, ვაშლოვანის თემებში, დაბა ხულოში. ამჯერად, იგი ისტორიულ ხიხანის ციხის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა. ვახტანგ ბერიძემ მათ მომავალი ოთხი წლის სამოქმედო პროგრამა გააცნო. ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც მხარდაჭერის შემთხვევაში უნდა გაუმკლავდეს.
-ამომრჩევლები ჩვენს პროგრამას გულისყურით ისმენენ, საკუთარ წინადადებებს, სურვილებს გვთავაზობენ. წინასწარი დაპირებებისგან თავს ვიკავებთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს,- გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.