18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

მესამე სართულიდან გადმოვარდნილი პაციენტი გარდაიცვალა

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 – ორი დღის წინათ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე- 3 სართულიდან გადმოვარდნილი, კოვიდდადებითი, 73 წლის პაციენტი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ის მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა და ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო, რომელიც მას პერიოდულად მეთვალყურეობდა. “ინციდენტის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ოპერაციის შემდეგ ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. პაციენტმა გადმოვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე მოხდა. პაციენტის გადმოვარდნის მიზეზი უცნობია. პალატაში ის მარტო იმყოფებოდა. პაციენტის შვილი ჩვენი თანამშრომელია, ისიც კოვიდინფიცირებულია და მამას მეთვალყურეობდა. გადმოვარდნის შემდეგ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევა, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა, ასევე, აღენიშნებოდა მუცლის ღრუში სისხლჩაქცევები. სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია მუცლის ღრუზე და მოთავსდა რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა იყო მძიმე და ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ.]]>

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *