მეცნიერს – მადლობის ბარათი 
By

მეცნიერს – მადლობის ბარათი 

ედიშერ ფუტკარაძე შუახეველია. ობლობაში გაზრდილმა ჭაბუკმა, მომავალ საქმიანობად მეცნიერება აირჩია. ამჟამად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლიდან მუშაობს,  2019 წლიდან არის პროფესორი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. 2024 წლისა და  წინა წლების სამეცნიერო ანგარიშების შესაბამისად,  სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე   დაგროვილი ქულების მიხედვით, პირველი ადგილი დაიკავა.

ისიც აღსანიშნავია, რომ წელს  Erasmus+ ფარგლებში ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ლიუბლიანას უნივერსიტეტში, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა  ბელგრადში და ნოემბრის ბოლოს მიწვეულია  სტამბულში ქართულ-გერმანულ-თურქულ სისხლის სამართლის კოლოკვიუმზე.

ნაყოფიერი მეცნიერული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ედიშერ ფუტკარაძეს, ქართული მეცნიერების დღესთან დაკავშირებით, მადლობის ბარათი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *