19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
მეხუთე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა
By

მეხუთე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა

ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა. 40 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის თებერვალში კარანტინის ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით „მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსი გაიარა.
-ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი სირთულის პაციენტი გახლდათ. მასთან ინფექცია პნევმონიის გარეშე მიმდინარეობდა. გუშინ ჩატარებული ანალიზის პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითი იყო. განმეორებითი კვლევის დროსაც მას არ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, შესაბამისად, კლინიკიდან გავწერეთ, – გვითხრა ჰოსპიტალური ქსელ “მედალფას” რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 9 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება ქალბატონს, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კოვიდ-19, მას ორმხრივი პნევმონია აქვს და ინტენსიური თერაპიის კურსს გადის.

  • No Comments
  • აპრილი 7, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *