18 C ბათუმი
Tuesday 24th June 2025
მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვეს
By

მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომათა დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

პროკურორების განცხადებით, მზია ამაღლობელის მხრიდან კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომ, პროკურორის თორნიკე გოგეშვილის თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.

თავის მხრივ, მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, რომ „ეს არის მახინჯი პრაქტიკა და არანაირი ახალი დანაშაულის საფრთხე არ არსებობს“. ამასთან, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, დაკავებამდე მზია ამაღლობელს მხედველობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა პატიმრობაში ყოფნისას მხედველობა კრიტიკულად გაუარესდა.

დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმედ ბათუმის საკრებულოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე დაიკითხა.

მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დეტალებზე ისაუბრა. აკაკი გვიანიძეს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების დაკავება უკანონოდ მოხდა.
სასამართლო პროცესის პარალელურად გაიმართა აქცია. მოქალაქეებმა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

  • No Comments
  • ივნისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *