მზია ამაღლობლის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება
By

მზია ამაღლობლის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება

 

დღეს, დღის პირველი საათიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს, ანუ დღესვე გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს.
21 ივლისის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ უკვე მოისმინა პროკურატურის დასკვნითი სიტყვა – პროკურორმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება შესთავაზა.
„ბრალდების მხარე ვაფიქსირებთ, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება დაცვის მხარის მხრიდან მსგავსი გამოთქმული, მზად ვართ განვიხილოთ საპროცესო შეთანხმება“, – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
მზია ამაღლობლის ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთავაზება გულისხმობს “ბრალის აღიარების სანაცვლოდ კონკრეტული შეღავათების მიღებას“.
„ამით პროკურატურამ უთხრა მზია ამაღლობელს, აღიარე, რომ გვირაბს თხრიდი აქედან ბომბეიმდე, აღიარე ყველაფერი, რაც დაგაბრალეს, აღიარე რომ ვითომ პოლიციელებს აყენებდი შეურაცხყოფას, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ თავდასხმა განახორციელე ვიღაცის დავალებით, ეს ყველაფერი აღიარე და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო“, – თქვა მაია მწარიაშვილმა და დასძინა, რომ მზია ამაღლობელი არ აპირებს დაიბრალის ის, რაც არ ჩაუდენია.

 

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *