მზრუნველობამოკლებულ პირთა მხარდაჭერა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
By

მზრუნველობამოკლებულ პირთა მხარდაჭერა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ, 18-25 წლამდე ახალგაზრდების მატერიალურ მხარდაჭერას და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.

პროგრამის ბენეფიციართა საჭიროებების მეტად განსაზღვრისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამინისტროს, დასაქმების სააგენტოსა და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, აჭარის დასაქმების სააგენტომ ახალგაზრდებს პროფესიული გადამზადების მიმდინარე პროგრამები და ხელმისაწვდომი ვაკანსიები წარუდგინა, რაც ბენეფიციართა შრომით ბაზარზე ინტეგრაციასა და მათი პროფესიული განვითარების პროცესის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მზრუნველობამოკლებულ პირთა მხარდაჭერა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ ეტაპზე მხარდაჭერით 19 ბენეფიციარი სარგებლობს. უწყების ინფორმაციით, პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

  • No Comments
  • სექტემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *