მთავრობა საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს
By

მთავრობა საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს

ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში, საფრანგეთი დაამარცხა.  ამრიგად,  საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად, ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საქართველოს მთავრობა საკალათბურთო ნაკრებს მიღწეული წარმატებისთვის სამ მილიონ ლარს გამოუყოფს, ასევე, ყოველი მიღწეული წარმატებისთვის დამატებთ გამოიყოფა სამი მილიონი ლარი.
„მინდა მივულოცო კალათბურთელებს. გვაქვს ისტორიული შედეგი და გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც. ვფიქრობთ, სამი მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ასევე დავაწესებთ სამ მილიონ ლარს. მიღწეული შედეგისთვის სამი მილიონი ლარი და ყოველი მიღწეული წარმატებისთვის სამი მილიონი ლარი. ასეთი პრემია იქნება დაწესებული“, – განაცხადა კობახიძემ.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *