
By
მთავრობის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა
მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე საინვესტიციო პროექტებზე, კერძო სექტორში არსებული გამოწვევებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამრეწველო ზონაში მიმდინარე პროექტებს დაეთმო.