19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
მთავრობის თავმჯდომარე ელჩებს შეხვდა
By

მთავრობის თავმჯდომარე ელჩებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარაში ვიზიტით მყოფ გაეროს, ბურუნდის, ლესოტოსა და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრისას მთავრობის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა რეგიონისადმი გამოხატული ინტერესისთვის და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა აჭარისა და მთლიანად ქვეყნის გაცნობის კუთხით. სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა გაეროსა და მის სააგენტოებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვასა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობაზე, ასევე, რეგიონში სხვადასხვა მსხვილი პროექტის განხორციელების, მათ შორის სოფლის განვითარებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე.

გაეროს მუდმივი წარმომადგენლების ყოველწლიური ვიზიტი აჭარაში მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, რეგიონის განვითარებაში საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის თვალსაზრისით. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ბატონ დავით ბაქრაძეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისთვის.

  • No Comments
  • აპრილი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *