
მთა ჩუდურაულში „შუამთობა“ იზეიმეს
ხულოს მუნიციპალიტეტში, მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „შუამთობა“ იზეიმეს. ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში – ვახტანგ ბერიძე, საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრ – ანზორ ბოლქვაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
„შუამთობა 2025“ ამჯერადაც მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. ტრადიციული სადღესასწაულო კონცერტი უხუცესთა ანსამბლმა „ღორჯომმა“ გახსნა. კონცერტში ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ანსამბლები და ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა შეჯიბრი ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში, ასევე, გაიმართა ტრადიციული დოღი.
„შუამთობას“, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა საზაფხულო იალაღზე იზეიმებენ.