
By
მთის სოფლებში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მთისპირა სოფლებში დილიდან ინტენსიურად თოვდა. დღის მეორე ნახევარში თოვლის საფარმა 25-30 სანტიმეტრს მიაღწია. უამინდობამ პრობლემები შექმნა საავტომობილო მიმოსვლასა და სოფლებისთვის დენის მიწოდებაში. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 20-ზე მეტი ერთეული ტექნიკა გავიდა გზებზე თოვლის საფარის გასაწმენდად. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად ჭვანის ხეობის სოფელ ბრილში იმყოფებოდნენ. ისინი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალისტებმა დაზიანებული სადენები, წაქცეული ბოძები აღადგინეს და აბონენტების უმეტესობას დენი უკვე მიეწოდება.