მილოცვა
თენგიზ ივანაძე – 33
ძვირფასო თენგიზ!
გვიხარია და გვეამაყება, რომ თქვენი ცხოვრების, საზოგადოებრივი საქმიანობის გზაზე 33 წელი ჩამოიფურცლა. განვლილი წლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ცხრა წელი, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხალხის რჩეულის რანგში გაატარეთ. ორ მოწვევაზე ჯერ მმართველი პარტიის ფრაქციას, შემდეგ კომისიას ხელმძღვანელობდით. წინა მოწვევაზე იყავით უმრავლესობის ლიდერი.
დედის ამარა დარჩენილმა, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე მშობლიურ შუახევს მიაშურეთ. ის ორგანიზატორული ნიჭი, რომელიც გენეტიკურად მოგდგამთ, საუკეთესოდ გამოიყენეთ. სრულიად ახალბედას ადგილობრივმა თვითმმართველობამ უჩამბის თემის ხელმძღვანელობა განდოთ. დაკისრებული საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, თანატოლებისადმი კეთილი დამოკიდებულება გახდა იმის წინაპირობა, რომ შუახეველი ახალგაზრდების ლიდერს ამომრჩეველმა ნდობა გამოგიცხადათ და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქვეყნის მმართველი პარტიის პროპორციული სიით აგირჩიათ.
წარმომადგენლობით ორგანოში ნაყოფიერი მუშაობის დასტურია ისიც, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაიწყეთ საქმიანობა.
გყავთ სანიმუშო ოჯახი. მეუღლე ნანა მიქელაძესთან ერთად ორ ვაჟს უზრდით ქვეყანას.
გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ წარმატებებს, ერისა და ქვეყნის სამსახურში ნაყოფიერ მოღვაწეობას, ოჯახურ ბედნიერებას!
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები