მიმდინარე კვირაში მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას მოითხოვს
By

მიმდინარე კვირაში მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას მოითხოვს

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს „ქართული ოცნების“ სარჩელი, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას მოითხოვს.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, „ნაციონალური მოძრაობა“, კომუნისტური პარტიის შემდეგ, იქნება მეორე პოლიტიკური ძალა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან სარჩელი კომპლექსურია, ცდილობენ, დასაბუთებული იყოს და სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

„ვფიქრობთ, საკონსტუტიციო სარჩელს ამ კვირაში წარვადგენთ. ამ საკითხზე პარლამენტში ვმუშაობთ. სარჩელი მზად არის, ბოლო საკითხებს გავდივართ, რათა უმაღლესი სტანდარტის სარჩელი იყოს. მნიშვნელოვანი პროცესია და ამას რაც შეესაბამება, ისეთი სარჩელი უნდა იყოს. ექსტრემისტული დაჯგუფებები ოპონენტები არ არიან, მათი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ, რომ დემოკრატიული პროცესი დემოკრატიის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ არსებობს მექანიზმი, რომ პარტიები, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ, არ იყვნენ პოლიტიკური პროცესის მონაწილე. რა იქნება სასარჩელე მოთხოვნა, ამას იხილავთ. ბევრი ოფცია გვაქვს – ყველა ხარვეზი, რაც აქამდე კანონმდებლობაში არსებობდა, გამოსწორებულია. ოფციაა ასევე მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით. ამიტომ მთავარი მიზანია, დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ იყოს“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *