
By
მინისტრებმა „ახალი ტალღის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კოლეჯ „ახალი ტალღის‘‘ ახლად აშენებული სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
მინისტრებმა განახლებული სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ.
კოლეჯი „ახალი ტალღა‘‘ მრავალი წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ საჭირო უნარები და მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა.
კოლეჯი 36 პროფესიის განვითარებას უწყობს ხელს, რითაც ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
გალერეა
