მინისტრებმა გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს
By

მინისტრებმა გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს შეხვდა.

დავით სონღულაშვილმა დენის სალუქვაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებს, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პოლიტიკას და სამოქმედო გეგმებს. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

 

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *