მინისტრებმა სახელოვნებო სფეროს განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს
By

მინისტრებმა სახელოვნებო სფეროს განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სახელოვნებო განათლების გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, მოსწავლეებში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების გაზრდისა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის საკითხები.

ელისო ბოლქვაძემ გივი მიქანაძეს კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო, ყურადღება გაამახვილა კულტურისა და განათლების სფეროებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ერთობლივი კულტურული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ქართველი ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები სწორედ  ის ადამიანები არიან, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. მისივე თქმით,  სახელმწიფო  განსაკუთრებით ზრუნავს კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *