„მინისტრის საათის“  განრიგი დაამტკიცეს
By

„მინისტრის საათის“  განრიგი დაამტკიცეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, 2026 წლის საგაზაფხულო სესიის „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცეს.

​ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, პლენარულ სხდომებზე სამინისტროების საქმიანობის შესახებ მოხსენებებს წარადგენენ:

​19 მარტი – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე,

​16 აპრილი – კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე,

​30 აპრილი – განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი,

​21 მაისი – სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე,

​18 ივნისი – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე.

​ ბიურომ ასევე, იმსჯელა მინდია ფუტკარაძის მიერ წარდგენილ პეტიციაზე — „ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მიწის შესყიდვისა და რეკრეაციული ზონის (პარკი და სპორტული მოედანი) მოწყობის შესახებ“.

საკითხი შემდგომი შესწავლისა და რეაგირებისთვის აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

 

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *