19 C ბათუმი
Thursday 10th July 2025
მინისტრი აგროსერვისცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
By

მინისტრი აგროსერვისცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი დარგის განვითარებასთან დაკავშირებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხედვების გაზიარება იყო. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.

მინისტრმა დაათვალიერა დაბა ჩაქვში ციტრუსის სანერგე მეურნეობა, მოინახულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“ ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა.

,,ჩვენ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ დაწყებული პროექტების განხორციელებას, დავიწყებთ მუშაობას 2026 წლის პროგრამების შემუშავებაზე, გაკეთდება ყველა მნიშვნელოვანი მიმართულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, მომავალი წლის პროექტებში აისახება“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეხვედრებს მინისტრის მოადგილეები, აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელები და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივლისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *