მინისტრი ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
By

მინისტრი ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე მოადგილეებთან ერთად, კულტურის ბანაკი 2025-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

ბანაკი, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გონიოში, წელს პირველად იმართება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაა. ცნობისთვის, პროექტი აერთიანებს ლექციებს, შემოქმედებით სემინარებსა და ინტელექტუალურ აქტივობებს.

აჭარის კულტურის მინისტრმა ახალგაზრდებს კულტურის მენეჯმენტზე, სახელოვნებო დარგების განვითარების მნიშვნელობასა და ადამიანის ცხოვრებაში მუსიკისა და ხელოვნების როლზე ესაუბრა, ყურადღება გაამახვილა ქართული კულტურის, ტრადიციებისა და მდიდარი ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე, ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერასა და საერთაშორისო პროექტებში სტუდენტების ჩართვის უზრუნველყოფის გზებზე.

ბანაკის დასასრულს, მასში ჩართულ ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

  • No Comments
  • სექტემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *