By
მინისტრი ბერძენ ხელოვანებს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ათენში, ცნობილ ბერძენ დირიჟორსა და კრეტას საერთაშორისო ცენტრის დირექტორ მირონ მიხალიდისს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მაესტრო მიხალიდისის ბათუმში ვიზიტის საკითხი განიხილეს, რომლის ფარგლებშიც ის საოპერო მომღერლებს მოუსმენს მათი საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიზნით. ასევე, მინისტრი შეხვდა ქართული დიასპორის წარჩინებულ წარმომადგენელს, ბერძნული ეროვნული თეატრის წამყვან მსახიობ დავით მალთეზესა და ცნობილ მსახიობსა და რეჟისორ სავას სტრუმბოს. შეხვედრაზე განიხილეს თეატრის განვითარების სამომავლო გეგმები.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე და კულტურის ატაშე ვარლამ ბაძაღუა.