მინისტრი გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მუშაობას გაეცნო
By

მინისტრი გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მუშაობას გაეცნო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, სსიპ  „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონულ  ოფისში იმყოფებოდა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ოფისში ფუნქციონირებს სრულიად თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები. აღნიშნულ ლაბორატორიებში ხორციელდება კვლევები ნიადაგის, ჰაერის და წყლის, მათ შორის შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების  მონიტორინგის მიმართულებით. იმ პოლიტიკის აღსრულებისთვის, რაც გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს, ერთ-ერთი პრიორიტეტი გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებაა. მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურის და მსგავსი შესაძლებლობების ლაბორატორიების მოწყობის მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია ქალაქ ქუთაისშიც“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *