მინისტრი მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ ,,მედცენტრში“ იმყოფებოდა
By

მინისტრი მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ ,,მედცენტრში“ იმყოფებოდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ძვირად ღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობის ფარგლებში, დაიწყო პოლინეიროპათიებისა და გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის (ALS) სამკურნალო ხარჯების დაფინანსება.

დიაგნოზები იწვევს პაციენტთა შრომისუნარიანობის დაკარგვას და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. მაღალი ხარჯების გამო, ხშირად საჭირო სერვისები მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი. სამინისტროს მხარდაჭერა ზრდის თანამედროვე, ეფექტურ თერაპიებზე ხელმისაწვდომობას.

მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე პროგრამის მიმდინარეობას მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ ,,მედცენტრში“ გაეცნენ.

„მიმდინარე წელს სამინისტრომ დაიწყო პოლინეიროპათიებისა და გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის (ALS) მკურნალობის დაფინანსება. ასევე, გაფართოვდა სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებების სპექტრი, როგორიცაა წითელი მგლურა, სკლეროდერმია და სხვა. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც წარმოადგენს ფინანსურ რისკს და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას“, – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

სამინისტრო, ასევე, აფინანსებს გაფანტული სკლეროზის, რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის მკურნალობას. ,,მედცენტრში“ ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდა პროგრამის მოსარგებლეებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. წლის განმავლობაში სერვისებით 400-მდე პაციენტი სარგებლობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 000 ლარზე მეტი გამოიყოფა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *