მინისტრი საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
By

მინისტრი საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გელა სამხარაულმა მინისტრს სოფლის მეურნეობის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ“ კანონპროექტის და „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიცირების საკითხზე.

შეხვედრაზე მინისტრმა უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, რომელიც მოსავლიანობის ზრდას და ფერმერების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *