მინისტრი  –  უჩხოსა და ვაშლოვანში
By

მინისტრი  –  უჩხოსა და ვაშლოვანში

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – უჩხოსა და ვაშლოვანში საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო.

სოფელ უჩხოში ძველი ხის ნაგებობის ნაცვლად შენდება ორსართულიანი, თანამედროვე სკოლა, სადაც განთავსდება შესაბამისი სტანდარტების საკლასო ოთახები და დამხმარე სივრცეები.

შენობა იქნება სრულად ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი. მიმდინარეობს არსებული სპორტდარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკოლა აღიჭურვება საჭირო ინვენტარით.

სოფელ ვაშლოვანში უკვე  აშენებულია ორი კორპუსი, მიმდინარეობს შიდა სივრცეებისა და გარე პერიმეტრის მოპირკეთების სამუშაოები.

2026 წელს იგეგმება დაბა ხულოს საჯარო სკოლის, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *