მინისტრი ციტრუსის სეზონის მოსამზადებელ პროცესს გაეცნო
By

მინისტრი ციტრუსის სეზონის მოსამზადებელ პროცესს გაეცნო

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა და სეზონის მოსამზადებელ პროცესს ადგილზე გაეცნო.

ასევე, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განიხილეს ციტრუსის ლოჯისტიკის, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდების საკითხები.

აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოდგილე არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *