19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
მინისტრმა მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს კულტურულ ღონისძიებებში დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობას
By

მინისტრმა მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს კულტურულ ღონისძიებებში დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობას

ათენში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საბერძნეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ აჭარაში კულტურის მიმართულებით მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები, ინიციატივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო,

მოუწოდა მათ აქტიური ჩართულობისკენ და დაადასტურა სამინისტროს მზაობა, ხელი შეუწყოს კულტურულ ღონისძიებებში დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობას.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ელისო ბოლქვაძემ შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *