18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

მინისტრმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე ხულოს მერთან ერთად სოფლების – ღორჯომისა და აგარის მოსახლეობას შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას გულისხმობს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით გათვალისწინებული შეღავათები, რომლებითაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები ისარგებლებენ. მინისტრის ინფორმაციით, ხუთივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაატარა მთავრობამ, კონკრეტულად, ისინი მიიღებენ კონსულტაციებს, ასევე აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში – საშეღავათო ტალონებს. – უზრუნველვყოფთ, რომ საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარაში თითოეულ ფერმერს მინიმალური სავარგულიც არ დარჩეს დაუმუშავებელი და ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. ჩვენი სამინისტროს ხელშეწყობით, ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერები სახნავ-სათესი ფართობების დამუშავებას უფასოდ შეძლებენ, – განაცხადა ტიტე აროშიძემ. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მაღალმთიან აჭარაში, კონკრეტულად კი ხულოში უკვე დამუშავდა 121 ჰა ფართობი, ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.]]>

  • No Comments
  • მაისი 21, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *