მინისტრმა წონიარისში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა
By

მინისტრმა წონიარისში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა. მინისტრი თევზის წარმოებაში ჩართულ ფერმერებს შეხვდა და დარგში არსებულ გამოწვევებზე მიიღო ინფორმაცია. საწარმო წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი კალმახის მაღალი სელექციის და იმუნიტეტის მქონე ლიფსიტას აწარმოებს, რომელიც შემდგომში ინაცვლებს მეთევზე ფერმერების მეურნეობებში გამოსაზრდელად. ამ მიდგომით შესაძლებელი ხდება ფერმერების დანაკარგების შემცირება. საწარმო სხვადასხვა სახეობის კალმახის მოშენებაზე და ხარისხიანი კალმახის წარმოებაზეა ორიენტირებული. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და სამინისტროს ექსტენციონისტები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *