მინი-სპორტული მოედანი- პანტნარში
პანტნარი ღორჯომის ხეობის შორეული სოფელია. რამდენიმე წლის წინ აქ სკოლის ახალი შენობა აიგო. სოფლის სხვა ინფრასტრუქტურის გაჯანსაღებას ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მზრუნველობას არ აკლებს. ბეტონის საფარს აგებენ დასახლებაში მისასვლელ გზაზე, რიგი სამუშაოები მიმდინარეობს მეწყრული პროცესების სალიკვიდაციოდ.
წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი გამოიყო მინი-სპორტული მოედნის მოსაწყობად. სამუშაოების შესრულება საკონკურსო შერჩევის შედეგად გამარჯვებულ მეწარმე დავით იაკობაძეს ანდეს.
– მეწარმემ სამუშაოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვადებში და ხარისხიანად დაასრულა. პანტნარელები მადლობას უხდიან დამკვეთსა და შემსრულებელს. ამიერიდან სოფლის ახალგაზრდობას სპორტული კერა მოემსახურება,- გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაურ გობაძემ.
ცოტნე ცაბაძე