19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
მირიან მეფის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს
By

მირიან მეფის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

მანანა ტაკიძე 2748 93 –

.პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ტროტუარები, დაიგება ფილები და მწვანე კორდი, დამონტაჟდება ელექტროსანათები, დაიდგმება პარკისთვის გათვალისწინებული ინვენტარი. ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სამუშაოების დასრულებას, რისთვისაც 271 000 ლარია გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ნოემბერში ვარაუდობენ.

მირიან მეფის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში – რესან კონცელიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ დაათვალიერეს.

სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთაშიც, სადაც სპორტული მოედანიც მოეწყობა. წელს ქალაქში 7 სკვერი მოეწყო, რისთვისაც მილიონ ნახევრამდე ლარი დაიხარჯა. წლის ბოლომდე იგეგმება ევროპის მოედნის რეაბილიტაცია, თამარ მეფის გზატკეცილის #20-ში – სკვერის მშენებლობა, ჩაქვში კი – რეკრეაციული სივრცე მოწყობა.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *