მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ით განისაზღვრა
By

მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ით განისაზღვრა

2026-2027 სასწავლო წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა გუშინ გამოსცა.

დადგენილების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების ოდენობა 3233 იქნება, საიდანაც 1013 თსუ-ისთვისაა განსაზღვრული, 660 – სტუ-ის პროგრამებისთვის, ხოლო 60 – ილიას უნივერსიტეტისთვის.

 

  • No Comments
  • თებერვალი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *