
By
მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი – ბულვარის ტერიტორიაზე
ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი განხორციელდა. ტერიტორიიდან აყვანილ უპატრონო შინაურ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაცია-ვაქცინაცია – რევაქცინაცია ჩაუტარდებათ, ჩიპირებული და უვნებელი მიუსაფარი ცხოველი კი, კანონის შესაბამისად, აყვანის პირველად არეალს დაუბრუნდება.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს შპს „რესიკაბთან“ ერთად ახორციელებს. ამ ეტაპზე, მოვლა-პატრონობისთვის გათვალისწინებული ღონისძიება 2 160 შინაურ ცხოველს ჩაუტარდა, 90 მიუსაფარი შინაური ცხოველი კი მზრუნველ პატრონზე გაჩუქდა.
პროექტი, წლის ბოლომდე, უპატრონო ძაღლებისა და კატების, სულ 4 700 ცხოველის, მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს.