
By
მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში იყო
თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:02 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში იყო, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 75 კმ-ში. მათივე ცნობით, ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 5 მაგნიტუდა შეადგინა.