
მიხეილ სააკაშვილი – მე ვიცი, როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მან იცის, თუ როგორ შეიძლება დაასრულოს კრიმინალი ქვეყანაში.
მისი თქმით, საკუთარი დადებითი და უარყოფითი გამოცდილებით შეუძლია ქვეყნის დახმარება.
„ბათუმში, ზუსტად იმ სახლის წინ, სადაც რამდენიმე დღეში დასასვენებლად ჩადიოდა ალისა, გუშინწინ კაცი ჩაცხრილეს. საერთოდ, ასეთი კრიმინალური სიტუაცია ბოლოს მახსენდება 90-იანი წლების დასაწყისში. კრიმინალის გავრცელება გარდაუვალია თავისი შეკვეთილი მკვლელობებით და ქუჩის „ბეზპრედელით“, როცა ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია, თავისი დონ კორლეონეთი სათავეში, ივანიშვილით, რომელიც თავის ბიზნესგარჩევებს აგვარებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით. ამ სიტუაციაში, როგორც შევარდნაძის დროს, თავად პოლიცია იქცა კრიმინალად. ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია, დავეხმარო საქართველოს. მე ვიცი, როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში და იმედია, მალე მომეცემა საშუალება, დავეხმარო საქართველოს, მათ შორის, ამ პრობლემების გადალახვაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.