18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
მიხეილ სააკაშვილი – ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებში მონაწილეობას? აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია
By

მიხეილ სააკაშვილი – ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებში მონაწილეობას? აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, წინა, საპარლამენტო არჩვენების შემდეგ, საარჩევნო კომისია არ გამხდარა უფრო გამჭვირვალე.
„კიდევ ერთხელ „ადგილობრივ არჩევნებზე“- წინა საპარლამენტო არჩევნები მთლიანად გაყალბდა, ეს ყველამ იცის.
ახლა ისმება კითხვა, რა შეიცვალა მას შემდეგ? საარჩევნო კომისია გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული? არა.
რეჟიმი ნაკლებად რეპრესიულია? პირიქით.
ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებში მონაწილეობას? აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია.
ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება, ვისითაც გვიდგას სული“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • No Comments
  • ივნისი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *