მიხეილ სარჯველაძე: არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს
By

 მიხეილ სარჯველაძე: არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს

„არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს. ჩვენთან ეს უცნაურობა არის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულის რეგულირება უნდა მოხდეს სინქრონულად, ბიზნესის ტვირთის გათვალისწინებით. „არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდი-გვერდ. რასაკვირველია, ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში, როგორ არის, მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში“.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *