მიხეილ სარჯველაძე ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
By

მიხეილ სარჯველაძე ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. მათივე ცნობით, მიხეილ სარჯველაძე ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრ სილვი კირილოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებში მიმდინარე რეფორმებს, წარმატებულ გამოცდილებებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

„მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა დაავადებების პრევენცია, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობა მაღალი დონის ღონისძიებებში და სიტყვით გამოსვლები, სადაც ის საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *