მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი – სერბეთში
By

მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი – სერბეთში

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში დაიწყო. დღეს მიხეილ ყაველაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს ბელგრადში გამართავს. მას დელეგაციასთან ერთად, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი „სერბეთის სასახლეში“ უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატშია დაგეგმილი.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცისა და ეროვნული კრების თავმჯდომარეს ანა ბრნავიჩს შეხვდება. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემებია ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო განვითარება.

მიხეილ ყაველაშვილი ბელგრადს საქართველოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ეწვია, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბელგრადის „ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შედიან.

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *