მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
By

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას, აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართელოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტიერეშმა აღნიშნა,რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა გადაგვიხადა იმისათვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *