19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა
By

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა უკვე დაწყებულია.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო სწავლება მომავალში სავალდებულო იყოს.

„ჯარის ბანაკი“ უნიკალური პროექტია. ჩვენ, ასევე, დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. წლიდან წლამდე სკოლების რაოდენობა გაიზრდება. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მომავალში სამხედრო სწავლება იყოს სავალდებულო, ჩვენი მიზანია რომ ეს მიმართულება გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან ახლო და მათ ჰქონდეთ ელემენტარული ზოგადი ცოდნა, თუ რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა და რა უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ფუნქცია, თუ დასჭირდა სამშობლოს და როგორი იქნება მათი როლი საქართველოს თავდაცვაში. რა თქმა უნდა, „ჯარის ბანაკი“ უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის და კეთილი შურით მინდა განვაცხადო, რომ თქვენი ასაკისა რომ ვყოფილიყავი, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ პროექტში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *