მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ოპოზიცია დაკავებულია მავნებლობით
By

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ოპოზიცია დაკავებულია მავნებლობით

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის შეწყალების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება ძალაშია.
„სულ ახლახან მქონდა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის ჩემი ხედვები გამეცნო. რასთან გვაქვს საქმე, როცა გვჭირდება ალტერნატიული, ჯანსაღი აზრი, ეს უნდა მოდიოდეს ოპოზიციისგან. ოპოზიციის საქმიანობა იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ უკეთესი შესთავაზოს, ვიდრე ხელისუფალს აქვს, უკეთესად წარმოჩინდეს მოქალაქეებთან, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ ხელისუფლებაში. უნდა დააჯერონ მოქალაქეებს, რომ მათ უკეთ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ხომ ოპოზიცია არ გვყავს, დაკავებული არიან მავნებლობით. ამ შემთხვევაში, მე გამოვიყენე სწორედ სახელმწიფოებრივი ხედვა. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. მთელმა საქართველომ იცის, რომ მიზანმიმართულად გააკეთეს, დაარღვიეს კანონი და სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, განსხვავებული ვერ იქნებოდა. დამნაშავეს დასჯა სჭირდება და ისინი გისოსებს მიღმა მოხვდნენ, მაგრამ კეთილი ნებაა ეს… ჩემგან ეს შეთავაზება ძალაშია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის ლიდერებს შეწყალება შესთავაზა იმ პირობით, რომ ისინი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, ლიდერები პრეზიდენტის შეთავაზებას არ თანხმდებიან.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *