მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ურთიერთობა, დროა, ახალი ფურცლიდან დაიწყოს
By

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ურთიერთობა, დროა, ახალი ფურცლიდან დაიწყოს

„ქართულ საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიუ-იორკში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, არაერთმა ლიდერმა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა ღირებულებებზე, რომელსაც საქართველო იცავს. „ქართულ საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, არაერთმა ლიდერმა ისაუბრა ღირებულებებზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა. ღირებულებებს, რომლებსაც ის შეეხო, ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ. ეს ეხებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, კულტურის დაცვას, საკუთარი ქვეყნების პირველ ადგილზე დაყენებას და ყველას მოუწოდებდა, თავიანთ ქვეყნებს მიხედონ. ჩვენ ეს პროცესი დიდიხანია, დაწყებული გვაქვს. ის ასევე შეეხო ოჯახისა და რწმენის თემას, რომელსაც იცავს ჩვენი ქვეყანა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მყარად იყვნენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება. „საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *