მონიტორინგი და შეხვედრები პატიმრებთან
ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეხვდა, მათ შორის, ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელსა და ანასტასია ზინოვკინას. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა ქალ პატიმრებს პირადად მოუსმინა და მათგან მიიღო ინფორმაცია როგორც განთავსების პირობებზე, ისე უფლებების დაცვის მდგომარეობაზე.
იოსელიანი ასევე შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა და გაეცნო პენიტენციურ სისტემაში მოქმედ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, რომლებშიც მსჯავრდებულები არიან ჩართული, მოინახულა დედათა და ბავშვთა განყოფილება.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, ლევან იოსელიანი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას.