18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
მოსამართლე სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს
By

მოსამართლე სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
დღეს სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე.
მოსამართლე სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. თავდაპირველად, სასამართლო იმსჯელებს ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული წესით სტიკერის გაკვრაზე ახალი ბრალი წარუდგინეს, ამის შემდეგ კი განახლდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
„მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მეორეჯერ სამართლდება. რეჟიმში ვცხოვრობთ. ეს ხდება რუსეთში, სადაც სტიკერის გაკვრისთვის ადამიანებს აკავებენ. ამ და სხვა ფორმებით ცდილობენ ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის გაქრობას“, – განაცხადეს სასამართლოსთან შეკრებილებმა.

 

 

  • No Comments
  • ივნისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *